დღეს ტრენინგის ბოლო დღეა. თითოეულმა მონაწილემ მოახდინა თავისი ნამუშევრის პრეზენტაცია . დაცული იყო პროცედურები , რეგლამენტი, რაც საჭიროა პრეზენტაციის ჩატარებისთვის. საჭიროების მიხედვით მონაწილეებმა შევიტანეთ შესწორებები, ანუ დავეუფლეთ უნარს , რომელიც საშუალებას მოგვცემს საჭიროების შემთხვევაში როგორ მოვახდინოთ ბლოგზე ატვირტული ფაილის კორექტირება
.განსაკუთრებული ინტერესი ჩემში გამოიწვია ჩემი კოლეგის -სილვა სარუხანიანის მიერ გაკეთებულმა პრეზენტაციამ. ჩვენ დავგეგმეთ მომავალი თანამშრომლობა, რაც იქნება ქართველი და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის კიდევ ერთი დასტური.
ეს პროექტი , საერთო ჯამში , ძალიან საინტერესო და პროდუქტიული იყო.
მონაწილეები- მოტივირებული
ტრენერი- მაღალი პროფესიონალი.
ვფიქრობ, ასეთ გარემოში მიღებული ცოდნა ძალიან გამოგვადგება სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში.
Sunday, March 13, 2016
Saturday, March 12, 2016
მერვე დღე
შევქმენით მოსწავლის დამხმარე რესურსი, შევინახე ჩემ საქაღალდეში, ავტვირთე და გამოვაქვეყნე ჩემი პროექტის საქაღალდე ბლოგზე
მოსწავლის დამხმარე რესურსი მომცემს საშუალებას, დავეხმარო განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს, რათა გამოამჟრავნონ თავიანი შესაძლებლობები
. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. რადგან დავინახე ჩემ მიერ შექმნილი საბოოლოო პროდუქტი და სხვასაც ექნება საშუალება გაეცნოს მას.
მოსწავლის დამხმარე რესურსი მომცემს საშუალებას, დავეხმარო განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებს, რათა გამოამჟრავნონ თავიანი შესაძლებლობები
. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. რადგან დავინახე ჩემ მიერ შექმნილი საბოოლოო პროდუქტი და სხვასაც ექნება საშუალება გაეცნოს მას.
Tuesday, March 8, 2016
. მეშვიდე დღე
დღეს გავეცანი სასწავლო პროცედურებს დიფერენცირებულ სწავლებას , რაც საშუალებას მომცემს მაქსიმალურად წარმოვაჩინო თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობები რომ გავაუმჯობესო საწავლა_სწავლების პროცესი , მივიღო უკეთესი შედეგი. ხოლო მოსწავლეებსს ავუმაღლო მოტივაცია და თვითშეფასება.
Sunday, March 6, 2016
მეექვსე დღე
გავეცანით თვითშეფასების ფორმას, შევქმენით შეფასების რუბრიკები ჩვენი პროექტისთვის, რაც აუცილებელია პრეზენტაციისთვის. შევქმენით მოსწავლის ნაშრომი, რაც დაგვეხმარება განვსაზღვროთ ჩვენი მოლოდინები და ვარაუდები მოსწავლის მხრიდან
Saturday, March 5, 2016
მეხუთე დღე
დღეს გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის უნარ- ჩვევებს ინტერნეტით მუშაობის დროს. ვისწავლეთ ფონის შეცვლა ბლოგზე, ბლოგზე სურათის ჩასმა,
დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო სასწავლო პროექტის შექმნისთვის
დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო სასწავლო პროექტის შექმნისთვის
Sunday, February 28, 2016
მეოთხე დღე
განვიხილეთ მიმართულების მიმცემი კითხვები. კონკრეტულად ჩემი პროექტისთვის შევიმუშავე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, განვიხილეთ შეფასების მეთოდები და კონკრეტულად ჩვენი პროექტისთვის დავსახეთ ისინი.
Sunday, February 21, 2016
მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე. ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარის გაკეთება, რაც აუცილებელია სრულფასოვანი კომუნიკაციისთვის.აგრეთვე ჩვენი პაპკა გადავაგზავნეთ ჩვენსავე მაილზე დაზღვევის მიზნით. გავაფორმეთ ჩვენი პროეკთის სათაური. ასე ნაბიჯ- ნაბიჯ მივიწევთ წინ. მომწონს , საინტერესოა
Saturday, February 20, 2016
პირველი დღე
კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით უკეთესად შევძლებ მოსწავლეებისთვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას. შექმნილი ბლოგი კი დამეხმარება მეტ კოლეგასთან ვითანამშრომლო, სისტემატიურად გავეცნო მათ მიერ შექმნილ რესურსებს, რომ ავიმაღლო ჩემი პროფესიული ცოდნის დონე, რაც დამეხმარება სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში
Subscribe to:
Posts (Atom)